უკანონო დაკავების მორიგი ფაქტი
საოკუპაციო რეჟიმის მორიგი უკანონო ქმედება - ე.წ-მა მესაზღვრეებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, მომხდარის შესახებ უკვე ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.