დიდი შაბათი
დიდი შაბათი ასრულებს ვნების კვირეულს და აღდგომის დასაწყისად მიიჩნევა. დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა. დიდ შაბათს მართლმადიდებლურ ეკლესიებში განსაკუთრებული მსახურება ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში საღამოს 22:00 საათზე მწუხრის ლოცვა იწყება. 23:00 საათიდან კი ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და სააღდგომო ეპისტოლეს წაიკითხავს. ამის შემდეგ დაიწყება საზეიმო ღვთისმსახურება .