თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა
მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ფრანგული მოდის სახლის, დიორისთვის შექმნილი ესკიზები და ფერწერული ტილოები საფრანგეთში მცხოვრები, წარმოშობით ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრები, მისმა შვილმა ზოლტან ჟორდანიამ, ხელოვნების სასახლეს გასულ წელს გადასცა. ამჯერად ემიგრანტი მხატვრის პირველი მასშტაბური გამოფენის მოსაწყობად, მუზეუმში მუშაობა მიმდინარეობს. ხელოვნების სასახლეს დღეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ესტუმრა.

სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები