გოგა ბითაძემ „ბრუკლინის“ წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგურალური სეზონის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. გოგა ბითაძის ირლანდო ბოლოსწინა ტურში „ბრუკლინ ნეტსს“ შეხვდა და 84:101 დამარცხდა. წაგების მიუხედავად შესანიშნავი თამაში ქონდა ქართველ ცენტრს. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ახალ კლუბში ძირითად ხუთეულში პირველად ითამაშა და ორმაგი დუბლი შეასრულა. ბითაძის ანგარიშზე 12 ქულა, 15 მოხსნა, და თითო ჩაჭრა, პასი, დაფარება იყო. მან 15 მოხსნით პირადი რეკორდიც გაიმეორა. გოგამ 6 დან 5 ორ ქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ერთი სამიანი კი ააცილა. ქართველის გუნდი ბოლო შეხვედრას 9 აპრილს, მაიამი ჰიტთან ჩაატარებს.