გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინამ 4 მიმართულებით საოკუპაციო ძალების 40-ზე მეტი იერიში მოიგერია
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინამ 4 მიმართულებით საოკუპაციო ძალების 40-ზე მეტი იერიში მოიგერია. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსულმა არმიამ ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით 5 სარაკეტო, 18 საავიაციო და საზალპო ცეცხლის რეაქტიული სისტემით 53 იერიში მიიტანა.