„ჯარის ბანაკი“ - თავდაცვის სამინისტრო მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს
„ჯარის ბანაკი“ - თავდაცვის სამინისტრო მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს. ბანაკი ზაფხულში კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მოეწყობა და მასში ჩართვა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ. მიზანი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება , ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობაა.