„მეორე ფრონტი“ - ირაკლი ჩიქოვანის კომენტარი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, არსებობს კონკრეტული ჯგუფები, ვისაც ნამდვილად სურთ საქართველოში მეორე ფრონტი. ამის შესახებ მან შაბათის ქრონიკაში განაცხადა, რითაც უკრაინელი ჟურნალისტი, სავიკ შუსტერის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელმაც გადაცემაში „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“ საქართველოში მიმდინარე პროცესები და მეორე ფრონტის გახსნის საკითხი განიხილა. ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მხოლოდ ქვეყნის ინტერესების გატარებას გააგრძელებს.