საქართველოში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება იხსნება.
საქართველოში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება იხსნება. დაბა ლაითურის №1 - ლ პენიტენციურ დაწესებულებაში დასკვნითი შიდა მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სტუმრებთან ერთად გაეცნო. ლაითურის ციხე მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებაა და 700-მდე პატიმრისთვისაა გათვალისწინებული. ლაითურის პენიტენციური დაწესებულება მიმდინარე წელს გაიხსნება.