საქართველოში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება იხსნება
საქართველოში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება იხსნება. დაბა ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში დასკვნითი შიდა მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სტუმრებთან ერთად გაეცნო. ლაითურის ციხე მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებაა და 700-მდე პატიმრისთვისაა გათვალისწინებული. ლაითურის პენიტენციური დაწესებულება მიმდინარე წელს გაიხსნება.