იაპონიაში ნაგანოს პრეფექტურაში მდებარე სათხილამურო კურორტზე, ზვავმა ტურისტები მოიყოლა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ავსტრიელი, მეორე კი ამერიკელი პროფესიონალი მოთხილამურეა. მაშველები 13 უცხოელ ტურისტს ეძებდნენ, მათგან 5 ზვავმა მოიყოლა. დაკარგული 13 ადამიანიდან 11-მა , მთიდან უსაფრთხოდ დაბრუნება შეძლო.