HACCP-ის სტანდარტი
ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემის გამო, კონკრეტიკასთან ერთად ერთ ზოგად ფრაზასაც აყოლებენ-ხოლმე: რას ვჭამთ, ისიც არ ვიცით. სინამდვილეში ეს ფრაზა ზედაპირული საერთოდ არ არის და მასზე პასუხის მიღება, კონტროლი და მეთვალყურეობა, სწორედაც რომ თითოეული ჩვენგანის ჯანსაღი ცხოვრების ქვეკუთხედია. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს, ანუ უვნებელი კვებით უზრუნველყოფას, ჩვენ ჩვენთვის უცნობ ადამიანებს და კომპანიებს ვანდობთ, მაგრამ ამისთვის მხოლოდ მათ კეთილსინდისიერებაზე ყოფნა რომ არ ღირს, ეს დრომ ბევრჯერ გამოსცადა. სწორედ ამისთვის არსებობს სურსათის უვნებლობის მაკონტროლებელი უწყებაც და წესებიც, რომლებიც დროსთან და მოთხოვნილებასთან ერთად იცვლება და მკაცრდება კიდეც. ყველა ამ რეგულაციამ ისეთი შედეგი უნდა მოგვცეს, რომ ადამიანი სურსათს მიღებას არამარტო დედამიწაზე, კოსმოსში გაფრენისასაც უნდა ენდოს. ნუცა ტრაპაიძე გვიამბობს, რა სიახლეები გველის ამ მიმართულებით.