აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან
აქონდრო პლაზიით დააავდებული ანუ ზრდის პრობლემების მქონე ბავშვების მშობლებმა ჯანდაცვის სანინისტროსთან მორიგი აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან ძვირად ღირებული სამკურნალო პრეპარატის "ვოზორი ტიდის" დაფინანსებას მოითხივენ. როგორც თავად ამბობენ, დაფინანსებაზე დაპირება მიღებული ჰქონდათ, თუმცა 2023 წლის ბიუჯეტში ეს გათავლისიწნებული არ არის. ჯანდაცვის სამინისტროშ აცხადებენ, რომ პრეპარატის ეფექტურობის შესახებ კვლევები დასრულებული არ არის. ამ ეტაპზე, არ დასტურდება პრეპარატის ეფექტურობა და ზეგავლენა სიცოცხლის ხარისხზე, ხანგრძლივი თერაპიის პირობებში. განცხადებაში წერია, რომ დღეს, მედიკამენტი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არც ერთ ქვეყანაში არ ფინანსდება და უსასყიდლოდ, პაციენტები მხოლოდ კვლევების ფარგლებში იღებენ.