პოლიციამ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 9 ადამიანი. მათ შორის უმრავლესობა წარსულში ნასამართლევია. მათ ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება. ერთ-ერთი კი ასევე, დაკავებულია სახელმწიფო ნაკრძალში უკანონო ნადირობის ბრალდებით. კიდევ ერთს დამატებით ბრალად ედება „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, იარაღები, მჭიდი, ვაზნები, გადაჭრილი სანადირო თოფი, მარიხუანა და ასევე ნანადირევი იშვიათი ჯიშის კავკასიური ჯიხვი.