მაროკოსა და პორტუგალიის ნაკრები გუნდები მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებენ
მაროკოსა და პორტუგალიის ნაკრები გუნდები მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებენ. მაროკოელებმა მომდევნო ეტაპის საგზური ესპანელების დამარცხების შემდეგ მოიპოვეს. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი აფრიკელებმა 3-0 გაიმარჯვეს. მაროკო ისტორიაში აფრიკის რიგით მეოთხე ქვეყნის ნაკრები გახდა , რომელიც მუნდიალის მეოთხედფინალში გავიდა. მათი მომდევნო მეტოქე კი პორტუგალიის ეროვნული გუნდი იქნება. პორტუგალიელებმა შვეიცარიელებს 6-1 მოუგეს და 16-წლიანი პაუზის შემდეგ მეოთხედფინალში ისტორიაში მესამედ გავიდნენ. სათადარიგო სკამზე დარჩა კრიშტიანუ რონალდუ. მის მაგივრად მოთამაშე გონსალუ რამოში კი მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ თამაშში 3 ბურთი გაიტანა. თითო გოლი პეპეს, გერეიროსა და ლეაოს ანგარიშზეა. მეოთხედფინალური შეხვედრებით მსოფლიოს ჩემპიონატი 9 დეკემბერს განახლდება.