ბათუმს, გავლენიანი ბიზნეს ტელეკომპანია ბლუმბერგი სიუჟეტს უძღვნის
ბათუმს, გავლენიანი ბიზნეს ტელეკომპანია ბლუმბერგი სიუჟეტს უძღვნის და ევროპის გამორჩეულ საინვესტიციო და ტურისტულ მიმართულებად ასახელებს. ვიდეო, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს წრეების მილიონობით წარმომადგენელი იხილავს, ყურადღება ბათუმის, როგორც საერთაშორისო ბრენდებისა და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქალაქის ბიზნეს შესაძლებლობებს ეთმობა. სატელევიზიო კამპანია, რომელიც ბათუმის შესახებ მომზადებულ სიუჟეტთან ერთად ვრცელ სტატიას და ონლაინ რეკლამას ითვალისწინებს, ბლუმბერგის ეთერში დღეიდან ჩაეშვება.