ბექა დარცმელიას გოლი ავსტრალიის ჩემპიონატში
ავსტრალიის ა ლიგის მესამე ტურში შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა ბექა დარცმელიამ. ქართველი ფეხბურთელის „ნიუკასლ ჯეტსმა“ „ველინგტონი“ სამით ერთი დაამარცხა, ბექამ კი სადებიუტო გოლთან ერთად საგოლე პასიც შეასრულა. მან მეოთხე წუთზე ჯერ თანაგუნდელს გაატანინა, ხოლო მატჩის მე-16 წუთზე შორეული დარტყმით ულამაზესი გოლი მიითვალა. დარცმელია 64-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მიქელთაძე განაცხადში მცირე ტრავმის გამო არ ყოფილა.