იაშვილის კლინიკამ, დროებით, სტაციონარული პაციენტების მიღება შეწყვიტა
იაშვილის კლინიკამ, დროებით, სტაციონარული პაციენტების მიღება შეწყვიტა. საავადმყოფო ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით უზრუნველყოფს მხოლოდ განსაკუთრებულად რთული სამედიცინო შემთხვევების კლინიკურ მართვას. უწყვეტ ფუნქციონირებას განაგრძობს ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი და ონკოჰემატოლოგიური მიმართულება. პედიატრიული პაციენტებისთვის იმოქმედებს სპეციალურად შექმნილი 24-საათიანი ცხელი ხაზი.