რუსული გაზი - უნგრეთის პრემიერის განცხადება
არავინ გვეუბნება, როგორ ჩავანაცვლოთ რუსული გაზი- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.„მეუბნებიან, რომ რუსული გაზი ცუდია, რომ ყიდვა უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ არავინ გვეუბნება, როგორ ჩავანაცვლოთ რუსული გაზი - ხვალ და არა ხუთ წელიწადში. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ჩვენი ეკონომიკა, ეს აშკარაა“ - აცხადებს ორბანი, რომელმაც გუშინ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდა, 20-21 ოქტომბერს დაგეგმილ სამიტზე რუსეთის მიმართ სანქციების პოლიტიკას გადახედონ.