საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სვანეთში დაცულ ქურაშის ოთხ თავს რესტავრაცია ჩაუტარდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სვანეთში დაცულ ქურაშის ოთხ თავს რესტავრაცია ჩაუტარდება. ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, მეცხრე მეათე საუკუნეების სახარება, თბილისში დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასა და ეცერის თემის წარმომადგენლებთან შეთანხმებით ჩამოიტანეს. ტრანსპორტირების პროცესს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სარესტავრაციო სამუშაოები 18 თვეს გაგრძელდება.