უკანონო ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ლითონის ბოძები და მავთულხლართები დაამონტაჟეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სასამსახური ადასტურებს. ე.წ - ლი ბორდერიზაციის შესახებ უკვე გააქტიურდა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. „საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე“, ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ქართული მხარე მიმდინარე პროცესზე სრულ პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას აკისრებს.