ცოლზე ძალადობისთვის "ნაცმოძრაობის" წევრი დააკავეს
"ნაციონალური მოძრაობის "მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდმარე ზაალ გოროზია დაკავებულია. ქრონიკის ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრზე განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით სამართალდამცველებს თავად დაზარალებულმა მეუღლემ მიმართა. ზაალ გოროზია სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას ძმაა.