ძაღლების საერთაშორისო გამოფენა
თელავში , ძაღლების საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს. კონკურსში 300-ზე მეტი ჯიშის ძაღლი მონაწილეობს. ორგანიზატორების თქმით, თითო ჯიშს თითო გამარჯვებული ეყოლება , მოგვიანებით კი რჩეულებს შორის საუკეთესოს გამოავლენენ. ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და თელავის მერიაა.