გამოფენა ეროვნულ გალერეაში
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მეფე ერეკლესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე ქართველ მონარქთან დაკავშირებული უნიკალური ნივთები და მემორიალური ექსპონატებია წარმოდგენილი, რომელთა ნაწილს დამთვალიერებელი პირველად ნახავს. გამოფენის გახსნას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. ექსპონატების დათვალიერება მსურველებს 16 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ. გამოფენის დახურვის დღეს ასევე გაიმართება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული მეფე ერეკლესადმი მიძღვნილი ორ ენოვანი კატალოგის პრეზენტაცია.