რთველი კახეთში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთის რეგიონში რთველის პროცესს ეცნობა. ოთარ შამუგიამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში თემურ ქალიაშვილის რთველში მიიღო მონაწილეობა. ქალიაშვილს ნახევარ ჰექტარზე რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენი აქვს გაშენებული. როგორც მევენახემ მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, მოსავლის ნაწილი უკვე ყოველგვარის შეფერხების გარეშე ჩააბარა და ადგილობრივებს რეალიზაციის კუთხით პრობლემები არ ექმნებათ . გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი, მათ შორის ოთარ შამუგია რამდენიმე საწარმოს მოინახულებს, სადაც ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნობა. დღის ბოლოს კი რთველი 2022-ის საკოორდინაციო შტაბში მივიდა შტაბის წევრებისგან რთვლის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნობა.