ბრძოლა ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ
სულ მალე დიზელის საწვავიც ევრო 5-ის სტანდარტის ხარისხის გახდება, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა. მაია ბითაძის თქმით, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ საწვავის ხარისხი გაუმჯობესებულიყო და ბენზინი ევრო5-ის სტანდარტს დაახლოებოდა. როგორც ბითაძემ აღნიშნა, ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
