ახალდაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „საქართველოს მუზეუმელთა ალიანსმა“ პირველი ყრილობა გამართა
ახალდაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „საქართველოს მუზეუმელთა ალიანსმა“ პირველი ყრილობა გამართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე და საქართველოს მუზეუმელთა ასამბლეაში ალიანსის წევრები და დელეგატები ესწრებოდნენ. დელეგატებმა კულტურის მინისტრთან ერთად ისაუბრეს დარგში მიმდინარე პროცესების, წარმატებებისა და გამოწვევების, სამინისტროს ხედვისა და ინიციატივების შესახებ