ბუნებრივი აირის ფასი გერმანიაში
ბუნებრივი აირის ფასის გაკონტროლებას შიდა მექანიზმებით ცდილობს გერმანია. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა რუსეთის პრეზიდენტის მანიპულაციებით გაზრდილი მაღალი ფასების სუბსიდირებას, სამუდამოდ ვერ გააგრძელებს. რობერტ ჰაბეკი აცხადებს, რომ გერმანია ენერგო-ბაზრის სტრუქტურას შეცვლის.