MTV-ის მუსიკალური დაჯილდოება
MTV-ის მუსიკალური დაჯილდოების საღამოს ტრიუმფატორი ტეილორ სვიფტი გახდა. მას ჯილდო წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეოს კატეგორიაში გადაეცა. წლის საუკეთესო არტისტად ბედ ბანი დასახელდა, წლის ახალი არტისტის კატეგორიაში კი დოუვ ქემერონმა გაიმარჯვა, საუკეთესო მუსიკალური ალბომის ტიტული კი ჰარი სტაილსმა მოიპოვა.
