რაულ თუთარაულის წარმატება RCC MMA-ზე
ქართველმა მებრძოლმა რაულ თუთარაულმა ეკატერინბურგში გამართულ მნიშვნელოვან ტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ერ სი სი ემ ემ აი 12-ზე მისი მეტოქე რუსი სპორტსმენი იყო, რომელსაც ქართველმა სამ რაუნდიან დაპირისპირებაში, მსაჯების გადაწყვეტილებით აჯობა. რაულმა კარიერაში 36 ბრძოლა ჩაატარა და 30 გამარჯვებით დაასრულა. ის მეორე ქართველი სპორტსმენია, რომელიც ბელატორში იბრძოლებს. თუთარაული გუშინ ღამე სამშობლოში დაბრუნდა და ახლა ვარჯიშს მომავალი ბრძოლისთვის დაიწყებს.