საქართველო VS ნიდერლანდი
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრისთვის ემზადება. 24 აგვისტოს ქართველი კალათბურთელები "თბილისი არენას" დარბაზში ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 19 საათზე დაიწყება.