ჩაის გადამამუშავებელი საწარმო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოზურგეთში სახელმწიფო თანადაფინანსებით შექმნილი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა. „ლაითურის ჩაის საექსპერიმენტო კომპანიამ“, საწარმოს შესაქმნელად, 500.000 ლარიანი ინვესტიცია განახორციელა. აქედან, 155.000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანია „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის“ ბენეფიციარიცაა და 28 ჰექტარი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის სახელწიფო გრანტი 52.000 ლარის ოდენობით აქვს მიღებული. საწარმო სეზონზე 65 ტონა ჩაის ფოთოლს გადაამუშავებს. პროდუქციის რეალიზაცია ხდება, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზრებზე. სახელმწიფოს დახმარებით, მხოლოდ გურიაში ჩაის წარმოების სფეროში 6-ს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 22 სესხია გაცემული. საქართველოს მასშტაბით კი ეს რიცხვი - 8 მილიონს აჭარბებს.