მწვერვალ თეთნულდზე სამძებრო სამაშველო ოპერაციის მეორე ნაწილი გრძელდება
მწვერვალ თეთნულდზე სამძებრო სამაშველო ოპერაციის მეორე ნაწილი გრძელდება. ექვსკაციანი ტურისტული ჯგუფის სამ წევრს ამ დრომდე ეძებენ . დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს , ტურისტები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექვსკაციანი ჯგუფიდან ერთი გარდაიცვალა , ცხედარი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიაში გადაასვენეს. ძებნა გადარჩენის ოპერაციის ფარგლებში მეხანძრე - მაშველთა ჯგუფს ფეხით მოუწია გადადგილება , რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.