ტურისტების სამძებრო-სამაშველო ოპერაცია
სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი ექვსი ტურისტიდან მაშველებმა ვერტმფრენით ორი მათგანის გამოყვანა შეძლეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით , სამძებრო - სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ექვსკაციანი ჯგუფიდან სამი ტურისტი გადაადგილებას დამოუკიდებლად განაგრძობს, ერთ-ერთი კი ნაპრალშია გადავარდნილი. მწვერვალ თეთნულდზე უცხოელი ტურისტებისთვის დახმარების გაწევის საჭიროებაზე ინფორმაცია სამაშველო სამსახურმა გუშინ, გაავრცელა.