გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა
დააკავებულია ექიმი, რომელსაც კლინიკის დირექტორის მკვლელობის მცდელობა ბრალდება, დაკავებული 80 წლისაა. მას 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიების ცნობით ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, „კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის" გენერალური დირექტორი გიორგი გალდავა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. მას გუშინ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა . დანაშაულის ოფიციალური მოტივი ჯერ უცნობია.