სააკაშვლის გადაწყვეტილება - შეფასებები
სასჯელისგან გვერდის ავლის მცდელობად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას გაემიჯნოს ქართულ პოლიტიკას და პარტია ,,ნაციონალურ მოძრაობას“. შაბათის ქრონიკაში დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი სავარაუდოდ პოლიტიკური დისკუსიების დაწყებისთვისაა გამიზნული და დამაჯერებლობა აკლია.