დასრულდა ევროპის 20-წლამდე კალათბურთელთა ჩემპიონატის ბე დივიზიონი
დასრულდა ევროპის 20-წლამდე კალათბურთელთა ჩემპიონატის ბე დივიზიონი, რომლის შეხვედრებსაც თბილისი მასპინძლობდა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ბოლო შეხვედრაში კოსოვოს გუნდი 116-79 დაამარცხა და ცხრამეტ გუნდს შორის მეთერთმეტე ადგილზე გავიდა. გამარჯვებულებს შორის 30 ქულით საუკეთესო ნიკოლოზ გაფრინდაშვილი იყო. ტურნირის გამარჯვებული სერბეთის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში ისლანდია 81-67 დაამარცხა.