შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი საგამოცდო პროცესს ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში გაეცნო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი საგამოცდო პროცესს ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში გაეცნო. სოფიო გორგოძის ინფორმაციით, გამოცდები ქუთაისის სამივე ცენტრში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. აბიტურიენტებისთვის გამოცდები ხვალ დასრულდება და პედაგოგებისა და მაგისტრობის მსურველებისთვის გაგრძელდება. ქვეყნის მასშტაბით, გამოცდებს რეგისტრირებული აბიტურიენტების 95 პროცენტი დაესწრო. ამასთან, დადასტურდა დაგვიანებისა და გამოცდებიდან მოხსნის ფაქტებიც. გამოცდების შედეგები ივლისის ბოლოდან გახდება ცნობილი.