მკვლელობა ქობულეთში - დაკავებულია 1 პირი
პოლიციამ აჭარაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 16 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით, 1986 წელს დაბადებული გ.კ. სასიკვდილოდ დაჭრა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.