ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. საქართველოს აქტივში ამ დროისთვის სამი მედალია. შავდათუაშვილის გარდა მედლებს ლუხუმ ჩხვიმიანი და თემურ ნოზაძეც დაეუფლნენ. დღეს მედლებისთვის კიდევ 7 ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს.