ღია წერილები - შეფასებები
მიხეილ ყაველაშვილი დღეს ამერიკის ელჩის პასუხს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ გაოცებულია იმ პასუხით, რომელიც საქართველოს დეპუტატის მიერ დასმულმა ლეგიტიმურმა კითხვებმა გამოიწვია. მისივე თქმით, ასევე გაუგებარია, რა შეთქმულების თეორიებზე და ტყუილებზე ლაპარაკობს ქალბატონი ელჩი. „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს ღია წერილით გუშინ მიმართა და ელჩის პასუხიც გუშინვე გავრცელდა.