შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე, რობერტ სპანო დელეგაციასთან ერთად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები და სასამართლოს უახლესი პრაქტიკა საქართველოსთან მიმართებით. ყურადღება გაამახვილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის ორ მხრივი თანამშრომლობისა გაგრძელების მნიშვნელობაზე. რობერტ სპანომ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ.