"ბორჯღალოსნების" შეხვედრა
ივლისის ტესტების პირველ შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინა თხუთმეტთან 24-30 დამარცხდა. ქუთაისში „აია არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძლების შემადგენლობაში თითო ლელო დავით ნინიაშვილმა, ნოდარ ჭეიშვილმა და თედო აბჟანდაძემ დადო, რომელმაც ჯარიმები და გარდასახვებიც ზუსტად შეასრულა. ეს იყო საქართველოს ნაკრებისთვის სამშობლოში გამართული საიუბილეო მე-100 თამაში.