გენო პეტრიაშვილის ოქრო იტალიაში
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რომში მიმდინარე ტურნირზე, სამი მედალი მოიპოვა. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა გერმანელ, ბერძენ და უკრაინელ სპორტსმენებს აჯობა. ფინალში კი პოლონელი რობერტ ბარანი 6-0 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. პეტრიაშვილის გარდა გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის, ხოლო ელიზბარ ოდიკაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.