ვილი ისიანი ორ ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძვის
ქართველი კალათბურთელი ვილი ისიანი, რომელმაც ბოლო ოთხი სეზონი ამერიკული დეტროიტ მერსი ტიტანსის რიგებში გაატარა, ორ ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძვის. ისიანმა ამერიკული კოლეჯი წარმატებით დაამთავრა და ახალი სეზონიდან, უკვე პროფესიულ დონეზე ითამაშებს. ის თბილისში ემზადება და შეთავაზებები არაერთი ქვეყნიდან აქვს, მათ შორის კი ყველაზე დიდი ინტერესი ესპანეთიდან არის.