ნიკა ემუხვარის პერსონალური გამოფენა
სიღნაღის მუზეუმი აფხაზი მხატვრის ნიკა ემუხვარის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ახალგზარდა მხატვრს აბსტრაქტული ჟანრის 30 ფერწერული ნამუშევარი აქვს წარმოდგენილი, რომლის კონცეფცია სრულად სიყვარულის თემას ეფუძნება. მხატვრის თქმით, აღნიშნული გამოფენა ასევე ეხმიანება აფხაზურ ქართულ ურთიერთობებს. ნამუშევრები სიღნაღის მუზეუმში 31 ივლისის ჩათლით იქნება წარმოდგენილი.