26 იანვარი 2018, 12:16
ამერიკელმა მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის მოახლოება სიმბოლური საათით აღწერეს
ტექნოლოგიები
გაზიარება
Doomsday Clock - ეს სიმბოლური საათია, რომელზეც 1953 წლიდან, მეცნიერები, გლობალური საფრთხეების მოახლოებისას, სხვადასხვა დროს უთითებენ.
საათი 23:52- ს უჩვენებს. 2 წუთი შუაღამემდე. მეცნიერების ვარაუდით, კაცობრიობა თვითგანადგურებისკენაა მიმართული და აღსასრული ახლოვდება.
ამ გზით მეცნიერები კლიმატის ცვლილებას უსვამენ ხაზს და ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროებას აღნიშნავენ.
საათზე 4-ჯერ შეიცვალა დრო. ისარი ღამის 12 საათს უახლოვდებოდა ან შორდებოდა.
ამჟამად ის იმავე საფრთხეს აჩვენებს, რასაც 1953 წელს, - ამერიკის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის შემდეგ.





