ირმა ებრალიძე
ტექნოპარკს NASA-ს წარმომადგენლები დღეს ესტუმრებიან
ტექნოლოგიები

ტექნოპარკს NASA - ს წარმომადგენლები დღეს ესტუმრებიან. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ,,ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში იმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი გახსნიან.
ვიზიტი NASA-ს ისტორიული კოსმოსური მისიის 40 წლის იუბილეს ემთხვევა. 1977 წელს, ლეგენდარული მეცნიერის - კარლ საგანის ინიციატივით, NASA-მ კოსმოსში ე.წ. "ოქროს ჩანაწერი“ გაგზავნა, რომელთა შორის ქართული "ჩაკრულოც“იყო.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტერიტორიაზე დაგეგმილია კარლ საგანის სახელობის ოთახის გახსნა. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში NASA-ს წარმომადგენლები ქართველ ახალგაზრდებს შეხვდებიან, რომელთაც გამოცდილებას გაუზიარებენ.





