30 ივლისი 2019, 00:38
App Store-ის მუშაობაში შეფერხებებია
ტექნოლოგიები

ფოტო: Shutterstock.com
გაზიარება
აპლიკაციების ონლაინ-მაღაზია App Store მთელ მსოფლიოში შეფერხებებით მუშაობს. ამის შესახებ Downdetector-ი წერს.
ხარვეზებზე მომხმარებლების 70% წერს, 23% კი ამბობს, რომ პრობლემები ავტორიზაციასთან დაკავშირებით ექმნება.
წინასწარი მონაცემებით, შეფერხებები აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბრაზილიაში, იაპონიაში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეხოთ.





