Sotheby’s-ს აუქციონზე იაიოი კუსამას ნახატი რეკორდულ ფასად გაიყიდა
ტაბლოიდი

ფოტო: Sotheby’s
ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე იაპონელი მხატვრის, იაიოი კუსამას იშვიათი ნახატი რეკორდულ ფასად - 15,1 მილიონ დოლარად გაიყიდა.
1960 წელს შექმნილმა ტილომ „გზა უსასრულობისკენ“ გარდაცვლილი მხატვრის ნამუშევრებს შორის ახალი სააუქციონო რეკორდი დაამყარა. ეს ამ სერიის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული, მასშტაბური და მნიშვნელოვანი ნიმუშია. მხატვარმა ის იაპონიიდან ნიუ-იორკში ემიგრაციიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ დახატა. ნახატი 1961 წელს უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმში კუსამას ერთ-ერთ პირველ სამუზეუმო გამოფენაზე იყო წარდგენილი.

მხატვრის გაყიდული ნამუშევრების ღირებულების წინა რეკორდი 2022 წელს დამყარდა. მაშინ Phillips-ის აუქციონზე მისი ნახატი 10,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
იაიოი კუსამა 2026 წლის 27 აგვისტოს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.





