12 დეკემბერი 2019, 13:36
ამერიკელმა კოკა-კოლას ბოთლში 36 წლის წინ დაწერილი წერილი იპოვა
ტაბლოიდი

ფოტო: Facebook
გაზიარება
მასაჩუსეტსის შტატის პროვინსთაუნში კაცმა სანაპიროზე სეირნობისას წერილი ბოთლში იპოვა. ამის შესახებ Daily News-ი წერს.
ჯოშუა მენდესის ყურადღება შუშის კოკა-კოლის ბოთლმა მიიქცია, რომელშიც 1983 წლის 14 მაისით დათარიღებული წერილი იყო მოთავსებული. მისი ავტორი 11 წლის ჯენი ბრაუნი აღმოჩნდა.
როგორც გოგო წერს, ის პატარა ქალაქ ჯონსპორტში ცხოვრობს. მან თავისი საფოსტო ყუთის მისამართიც მიუთითა და წერილის მპოვნელს პასუხის გაგზავნა სთხოვა.
მენდესმა გოგოს პოვნა სოციალური ქსელების მეშვეობით სცადა, თუმცა უშედეგოდ.





